ისტორიული წარსული

კონსტანტინე ( მურზაყან)დადეშქელიანი.

 საქართველოს გმირი, სამშობლოს თავისულებისათვის მებრძოლი
 კონსტანტინე (მურზაუყან) დადეშქელიანი დაიბადა 1826 წელს სოფელ ფარში.

ის  ადრეულ ასაკში  დაობლდა  და მას ზრდიდა ბებია დიგორხან დადეშქელიანი.
კონსტანტინე განათლებული, ღრმად მორწმუნე და თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ყოფილა.


საინტერესო ფაქტია ისტორიიდან ფარის დადეშქელიანებისა და ეცერის დადეშქელიანებს შორის მტრობა.
1855 წელს კონსტანტინეს ძმამ- ისლამმა ჯანმუხ დადეშქელიანი ეცერის თავადი მოკლა, შურისძიების მიზნით ეცერის დადეშქელიანებმა ისარგებლეს იმით, რომ მამაკაცები სახლში არ იყვნენ და დადეშქელიანების კოშკს ცეცხლი წაუკიდეს, და მასში მყოფი ქალები ერთიანად ამოიბუგნენ, მხოლოდ კონსტანტინეს გამზრდელმა დიგორხანმა მოახერხა ალმოკიდებული კოშკიდან ლეიბებში გახვეული აკვანი გადმოეგდო,  ხოლო  თავად გადმოხტა კოშკიდან და  დაიღუპა, ხოლო ჩვილი გადარჩა..

     სწორედ,  ჯანმუხის მკვლელობა გამოიყენა ბრაზმორეულმა რუსეთმა, რომელიც ვერ ეგუებოდა, რომ სვანეთის საზღვრებში ვერ შემოაღწია, რის საშუალებასაც არ აძლევდა კონსტანტნე. ამ ბრალდებით, კონსტანტინე 1857 წელს დაბარებულ იქნა დასავლეთ საქართველოს გუბერნატორ გაგარინთან..
კონსტანტინე დადეშქელიანი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყოიგი ყოველ ლოცვასა
და წირვას ესწრებოდა. 1957 წლის 22 ან 24 ოქტომბერს წირვის დროს მასთან მივიდნენ პოლიციელები და 
გენერალგუბერნატორთან დაუყოვნებლივ მიბრძანება სთხოვეს.
კონსტანტინე დადეშქელიანმა უარი განაცხადა წირვის დატოვებაზე: “მოგახსენებთ,რომ როცა მე ლოცვადა ვდგევარჩემთვის სხვა საქმეგარეშე ლოცვისაარ არსებობს.წირვა რომ გათავდებამაშინ წამოვალ”-  – განუცხადა მთავარმა პოლიციელებს.
გაღიზიანებულმა გაგარინმა უბნის რწმუნებული კვლავ გაგაზავნა კონსტანტინესათან
და მისვლა სთხოვა. 
გაგარინმა მას გააცნო ბრალდება და რომ მისი საქმე იმპერატორთანაა გაგზავნილი და ამცნო რომ რუსეთის იმპერატორისგან პასუხის მოსვლამდე უნდა გადასახლებულიყო ერევანში ის და მისი ოჯახი.
შეურაცხყოფილმა კონსტანტინე დადეშქელიანმა გუბერნატორი მაგიდაზე დააგდო და სატევარი ჩასცა, სატევარმა მაგიდა გადაჭრა და მის ქვეშ შემალული ილინიც განგმირა. კონსტანტინეს შემოესივნენ გაგარინის მცველები და იქ მყოფი სხვა პირები. კონსტანტინემ მათი შემოტევაც მოიგერია, რუსეთის არმიის ოფიცრებმა  თავს გაქცევით უშველეს. ფარის თემში  გავრცელებული თქმულებით,  კონსტანტინემ გაცევა სცადა, ჯაჭვის ხიდთან მას ცხენი ეგულებოდა, თუმცა ადგილზე არ აღმოჩნდა დაპირებული ცხენი,  მაშინ მან ხერხს მიმართა,  რიონში ქუდი მოისროლა მდევრების კვალის ასბნევად, თავად ხიდეს გადაევლო და ხიდის ქვეშ დაიმალა, მდევრებს მართლაც აებნათ თურმე გზა-კვალი და ტყვიებს რიონში ქუდის მისამართით ისროდნენ, ამ დროს გაღმა ვიღაც ქალს შეუმჩნევია, რომ კაცი ხიდის ქვეშაა შემალული და შეატყობინა მდევარს, რუსებმა ტყვიები დაუშინეს, კონსტანტინე კვლავ წინ გაჭრილა და იქვე ერთ ბაქრაძეების ოჯახს შეაფარა თავი, სახლს ალყა შემოარტყეს, მთავარი  ბეჭებში მძიმედ დაჭრეს, მაგრამ დაჭრილმა მაინც მოახერხა სამი რუსი ჯარისკაცის დაჭრა და შემდეგ ტყვიები გათავებია და მძიმედ დაჭრილმა მტერს გადმოსძახა, რუსი არ მომეკაროს, მანდ თუ ვინმე ქართველი არის მას ჩავბარდებიო, იგი ქართველ ოფიცრებმა გაიყვანეს.
  სვანეთის მთავარს დახვრეტა მიუსაჯეს,,,1857 წელს დადეშქელიანი მიზანმიმართულად ქართველ ოფიცრებს დაახვრეტინეს. 
საშინელმა ამბავმა შეძრა სვანეთი, 160 კაციანი ჯგუფი წამოსულა მთავრის დასახსნელად,  მაგრამ ცოცხალს ვერ მიუსწრეს. გადმოცემის თანახმად,მთელი ფარი გლოვას მოუცავს, ყველა გულით გლოვობდა ღირსეულ მამულიშვილს, ქალებს შავი ძაძები ჩაუცვამთ, ხოლო მამაკაცებს  სამგოვიარო შავი პერანგები  და წვერს ერთი წლის განმავლობაში გლოვის ნიშნად ატარებდნენ.



               ფარში არსებული თქმულებები: 
თქმულებები კონსტანტინეს პიროვნებაზე ფარის თემში თაობიდან თაობას გადაეცემა, სოფელში დღესაც ყვებიან მის განსაკუთრებულ ლმობიერებაზე ყმა-გლეხების მიმართ, ის  ხელს უმართავდა გაჭირვებულ ოჯახებს, პატივს სცემდა გლეხებს ,ამ ფაქტს ადასტურებს მონათხრობი იმის შესახებ,  თუ როგორ დააპურა ყმა-გლეხები კონსტანტინემ: ერთხელ დადეშქელიანებს ჰქონდათ ნადი, მთელი დღის ნამუშევარი გლეხებს შესვენება უბრძანა და მათ დასაპურებლად თავის ოჯახის წევრებს დაავალა მიეტანათ მუშა ხელისთვის საკვები ,თავადებისაგან გლეხების მიმართ ასეთი მობყრობა უჩვეულო იყო იმ დროისთვის, თუმცა ფარის დადეშქელიანები განსაკუთრებული თავადები ყოფილან.
კონსტანტინე დადეშქელიანი გამოირჩეოდა თავისი გარეგნობითა და აღნაგობით, გადმოცემის თანახმად ის ნიშნიანი დაბადებულა, რჩეული ჩვენში მას „ლუთნე“ ეწოდება,  მას დაბადებიდან  იღლიის ქვეშ ჯვრის გამოსახულებიანი ხორც მეტი ქონია, და მისი ძალის განსაკუთრებულობას სწორედ ამ ნიშანს უკავშირებდნენ.ჩვენში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, მთავარს მანამ არ აღმოხდომია სული სანამ თავისი ხელით არ მოუგლეჯია ჯვრის ფორმის ნიშა...
ულამაზესი ვაჟკაცი ყოფილა, უჩვეულო ძალის პატრონი, საკლავის დაკვლისას მას შეეძლო ხბო ხელში დაეჭირა სანამ არ გაატყავებდნენ,  ასევე ფქვილით სავსე ვარცლი მაჯებზე დაედგა და სანამ ქალები ცომს არ მოზელდნენ ასე ესჭირა.
კონსტანტინე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სპორტული მონაცემებით,იყო უძლეველი მოჭიდავე, ის ფერდობზე ცხენზე თავდაყირა იდგა და ისე აჭენებდა თურმე.




    ფარის თემში დღესაც დგას დადეშქელიანთა სასახლის ნანგრევები, რომლებიც ამჟამად ცალანების გვარის საკუთრებას წარმოადგენს. ცალანები ეცერიდან გადმოსული, დადეშქელიანების შეკედლებული ყმა-გლეხები ყოფილან, რომლებიც 
პატრონობდნენ დიდი ხნის განმავლობაში პატრონის მომლოდინე სახლ-კარს....
მაგრამ დადეშქელიანები ფარში არ დაბრუნებულან, კონსტანტინეს ოჯახისწევრებს გადასახლება მიუსაჯეს,ხოლო მათი ქონება სახაზინო გახდა.... 



.
http://burusi.wordpress.com/2010/02/13/dadeshkeliani/picture1-35/



No comments:

Post a Comment