სვიფის ეკლესია

   
ფარის თემის, სოფ. სვიფში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც გადმოცემისთანახმად აშენებულია ჩხეტიანების გვარის მიერ, ისინი სვიფში ცხოვრობენ  მე-8 საუკუნიდან,თვით ეკელსია აშენებულია მე-9 საუკუნეში.



სვიფის ეკლესია  ბაზილიკაა, ის აკურთხეს მე-10 საუკუნეში.ეკლესია ულამაზესი და უძველესი ფრესკებითაა მოხატული.
პირველი მხატვრობა, ეკლესიის შიდა კედლებზე შესრულებულია მე-10 საუკუნეში (მხატვრობა არის მხოლოდ შავი ფერით შესრულებული),   ხოლო ხელმეორედ, უკვე ფერადი ფრესკებით, ეკლესია მოხატულ იქნა მე-11 საუკუნის დასასრულსა და მე-12 საუკუნის პირველ ხანებში, რომლის მომხატვინებელი ყოფილა საერო პირი, ვინმე შალვა ქირქიშლიანი, რომელის პორტრეტი გამოსახულია ჩრდილოეთ კედელზე, სწორედ მას უთხოვია თავისიძმისთვის- ნექე ქირქიშლიანისათვის სუფის წმ.გიორგის ეკლესიის მოხატვა. ამ უკანასკნელს ეკუთვნის მესტიაში ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის მოხატვა.
დასავლეთიდან შესასვლელი კარი ხარატოვანია, შემკობილია მრავალი საუცხოო ჩუქურთმებიანი რგოლით და ერთ-ერთ მათგანში ასომთავრული წარწერაა:
                       " წმინდაო გიორგი,მეოხ ეყავ წინაშე ღვთისა სულისა გაბოისა,ამინ"
ეკლესიასი დაცული არის უნიკალური ხატები და ჯვრები, რომელთა უმეტესი ნაწილი დამზადებულია მე-10-12 საუკუნეებში.
საყურადღებოა კანკელის საწინავე ჯვარი, რომელზედაც თორმეტივე მოწამეა გამოსახულიდა ქვემო ნაწილში აქვს ქტიტორული წარწერა:
                                        "დიდო მთავარ მოწამეო,
                                          წმინდაო გიორგი ცხუფისავ,
                                          მეოხ და მფარველ ექმენ ორთავე
                                          შინა ცხორებათ მამკობთა შენთა
                                          ხევთ მაილელთა,ამინ"
 ამ მინაწერით დასტურდება,  რომ ფარის თემის უძველესი, ისტორიული სახელია მაი.


საყურადღებო ფაქტია ისიც,რომ ეკლესიაში არსებულ ხატთაგან ერთ-ერთზე,გაბრიელ მთავარანგელოზის ხატზე,ქვემო არშიაზე არის ასომთავრული წარწერა:
                                  "წმინდა გაბრიელ მთავარ ანგელოზო
                                    მეოხ დამფარველ ექმენ მამკობსა შენს ხევს სუფსა"
აქ სვიფი მოიხსენიება არა როგორც სოფელი,არამედ როგორც ხევი,რაც იმაზემიუთითებს რომ ეს  სოფელი ძველად ძლიერ და მრავალრიცხოვან დასახლებას წარმოადგენდა.
   ამჟამად ეკლესიაში ყოველ გიორგობას უამრავი მომლოცველი იყრის თავს, სვანეთის ყველა სოფლიდან მოდიან შესაწირით წმ.გიორგისადმი და მას მფარველობას შესთხოვენ.წმ.გიორგის ეკლესიაში დაცული წმ.გიორგის ოქროს ხატი გადმოცემის თანახმად სასწაულმოქმედია.განსაკურთრებული საქმეები ,რომელიც ირჩევა სვანური სამართლით,
 სწორედ ამ ხატზე დაფიცებით წყდება. მოსისხლე მტრები სწორედ ამ ხატთან დაფიცების შემდეგ ხდებიან  ერთმანეთის ერთგულები სიკვდილამდე.ხალხს ჯერა ამ ხატის სასწაულის, ამიტომაც  ის მთავარ მფარველად ითვლება ფარის თემისა.
 გიორგობის დღესასწაულზე, ნარსავიძეების გვარის წარმომადგენელთ ეკლესიაში მიაქვთ ხისგან გამოთლილი საბრძოლო შუბები, თუ რატომ აქვთ ეს ვალდებულება ამ გვარის ხალხს და საიდან იღებს სათავეს ეს წეს-ჩვეულება არავინ იცის,  ლეგენდა კი გვიამბობს, როცა ეკლესია უშჯულოები უპირებდნენ წაბილწვას, ამ გვარის წარმომადგენელი შევედრებია, წმ.გიორგის, ოღონდ ეხლა გვიხსენი  შენი შუბით განგმირე მტერი და ჩვენი გვარი ყოველთვის  შემოგწირავს საბრძოლო შუბებს.მტერი მართლაც დაუმარცხებით დამხვდურთ, ამის შემდეგ ეს ტრადიცია, თაობიდან თაობას გადაეცემა, მათ წმ.გიორგის წინაშე ვალდებულება აქვთ ამიტომაც ყოველ გიორგობას
მიაქვთ" ბინი" ეკლესიაში.
ასევე ვალდებულებასთან უნდა იყოს დაკავშირებული,ის ფაქტი რომ შესასვლელი ხის,მძიმე კარი,ილორიდან
ზურგით ამოუტანია ვინმე ხაბნა ვიბლიანს და შუწირავს ეკლესიისთვის, რომელსაც  სახლში მისვლისთანავე თავის საკარცხულში აღმოხდა სული.


No comments:

Post a Comment