კაიშის ეკლესია

           


კაიშის  მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.

ფარის თემის კიდევ ერთ ღირშესანიშნავ კულტურულ ძეგლს წარმოადგენს კაიშის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.


                          

 ეკლესია ბაზილიკურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აგებულია დაახლოებითIX-X  საუკუნეში,მაღალ მთაზე, რომელიც ფარის თემის სოფ. ღეშდერიდანკილომეტრის დაშორებით მთაში მდებარეობს. მისი ამშენებლები სოფ. ღეშდერის მოსახ-ლეობა იყო.
 გადმოცემის თანახმად,  ეკლესიის ასაშენებელი  ქვები  ამ მაღლობზე,ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით აუტანიათ,  ხალხი გრძელ რიგად იდგა და ხელიდან ხელში აწვდიდნენ უზარმაზარ ლოდებს, თქმულების თანახმად, პირველი და ბოლო მიმწოდებელნი გარდაცვლილა.
  ეკლესიის შიდა ინტერიერი  საოცარი ფრესკებითაა მოხატული, რომელიც  დაახლოებით X საუკუნეს ეკუთვნის.   


                                      ჯვარცმა.
ფრესკებში განირჩევა ორი ფენა ადრეული შავ- თეთრი,დაახლოებით IXს და შემდეგ დროინდელი ფერადი ფრესკები XI-ს

             

მზემაცხოვრის სიმბოლო
  ფარის თემში ყოველწლიურად იმართება კაიშის მთავარანგელოზის დღესასწაული-კაიშობა;  ხალხს ღრმად სწამს კაიშის სასწაულმოქმედი ძალა და  მას მფარველობას შესთხოვს.
  კაიშობის დღესასწაული აღდგომიდან 4 კვირის შემდეგ ორშაბათ დღეს იმართება. უამრავი მომლოცველი მიემართება ეკლესიისაკენ, მიაქვთ სეფის კვერები, მიჰყავთ შესაწირი საკლავი და ხისაგან გამოთლილი შუბი ანუ "ბინი".
საუკუნეების მანძილზე გავრცელებულია ეკლესიისადმი „ბინის“ შეწირვა, რამოდენიმე გვარს აქვს ვალდებულება აღებული კაიშის მთავარანგელოზის წინაშე და უნდა შსწიროს აღნიშნული შუბი.  კაიშობის დღესასწაულზე ლოცვის რიტუალს ატარებენ ადგილობრივი უხუცესები, თითოეულ ოჯახს მიაქვს სეფისკვერები და ავედრებენ ოჯახს.  ლოცვის დამთავრებ-ისთანავე იმართება სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობას, ხტომასა და ჯირითში, შემდეგ იმართება საერთო პურობა, სადაც შემოწირული საკლავის ხორცით, გულ- ღვიძლითა და სეფისკვერებით უმასპინძლდებიან მომლოცველებს.





  

No comments:

Post a Comment